ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტიათბილისში, მიხეილისა და კოლონიის ქუჩების კუთხეში(დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზ. #44) მდებარე სამსართულიანი სახლის პროექტი, რომელიც დამტკიცებულია 1913 წლის თებერვალში.
საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დამკვეთი იყო თბილისელი ვაჭარი დავით იუზბაშევი. მოგვიანებით, ათწლეულების განმავლობაში, აქ ფოსტა მდებარეობდა.
შენობის არქიტექტურა ცნობილ არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვს ეკუთვნის. ეროვნულ არქივში დაცული მასალებიდან ირკვევა, რომ მან პროექტი 1911 წლის დეკემბერში შეიქმნა.
შენობის რეაბილიტაცია თბილისის განვითარების პროექტ „ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპის ფარგლებში მიმდინარეობს.
„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.