ადგილობრივი არქივების დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატთა დოკუმენტების მიღება 20 აპრილს დასრულდება - საქართველოს ეროვნული არქივი

ადგილობრივი არქივების დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატთა დოკუმენტების მიღება 20 აპრილს დასრულდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების _ ამბროლაურის, ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, ვანის, ზესტაფონის, მარნეულის, სამტრედიის, ჩოხატაურის, წალკისა და ხონის ადგილობრივი არქივების დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე შერჩევაში მონაწილეობის მსურველთა დოკუმენტების მიღება 2010 წლის 20 აპრილს დასრულდება. კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: კანდიდატის განცხადება; ავტობიოგრაფია; საქარველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; დიპლომი ან შესაბამისი კვალიფიკაციის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი; შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა. შერჩევაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი განათლების მქონე პირებს, რომელთაც აქვთ არაუმცირეს ერთი წლის შრომის სტაჟი საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში, სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, მათი სისტემის დაწესებულებებში. კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება გასაუბრების, კომპიუტერზე მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და სახელმწიფო ენის ცოდნის შემოწმების გზით. მონაწილეებს მოეთხოვებათ ვაკანსიის შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალურ აპარატს (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, №1; ტელ.: (995 32) 372801; 374925; 382846; ფაქსი: 372801; E-mail:info@archives.gov.ge).