2014 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ეროვნულმა არქივმა ახალი საარქივო დოკუმენტი შექმნა.
საბუთი სიმბოლურად ეტრატის საფუძველზე დამზადდა და მოიხატა. რუსთაველის გამზირზე მოწყობილ იუსტიციის სამინისტროს პავილიონში დღეს მასზე სიმბოლურად ხელი მოაწერეს: საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სხვებმა.
დოკუმენტს ახლავს წარწერა: „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 2014 წლის 26 მაისი“ და მასზე დატანილია დღევანდელი ღონისძიების ლოგო.
2014 წლის 26 მაისის აღსანიშნავი დოკუმენტი, უკვე როგორც ისტორიის კუთვნილება, ეროვნული არქივის საცავში შეინახება.