2009 წლის 9 თვეში ცენტრალური არქივები 2300-მდე მოქალაქეს მოემსახურა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საისტორიო, უახლესი ისტორიისა და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივების თანამშრომლები 2009 წლის ცხრა თვეში 2294 მოქალაქეს მოემსახურნენ.
მოქალაქეებზე გაცემულია თემატური და სოციალურ-უფლებრივი ხასიათის 3229 ცნობა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხებით.ამავე პერიოდში ცენტრალური არქივების სამკითხველო დარბაზებში 259-მა მკვლევარმა იმუშავა, მათგან 17 უცხოეთის მოქალაქე იყო.ქართველ მკვლევარებთან ერთად, არქივებში დაცული დოკუმენტები შეისწავლეს და დაამუშავეს ჩეხმა, აზერბაიჯანელმა, ამერიკელმა, რუსმა, სომეხმა მკვლევარებმა. მათი კვლევის თემატიკა მრავალფეროვანი იყო: სავაჭრო ურთიერთობა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში; რუსეთის ადმინისტრაციის ოკუპაცია თურქეთის ტერიტორიაზე კავკასიასა და შავიზღისპირეთში; პოეტ ოვანეს თუმანიანის ცხოვრება და მოღვაწეობა; მიგრაციის პროცესი სამხრეთ კავკასიაში (XIX ს.) კავკასიელი ბავშვების განათლება XIX საუკუნეში და სხვ.