1 მარტიდან ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზი მუშაობას განაახლებს - საქართველოს ეროვნული არქივი

1 მარტიდან ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზი მუშაობას განაახლებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზები 1 მარტიდან მუშაობას განაახლებს.

ამ ეტაპზე მკვლევართა დარბაზები გაიხსნება შემდეგ არქივებში:

საისტორიო ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1);

უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1);

კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1).

მკვლევართა დარბაზებში პირი დაიშვება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნითა და პირბადით, დეზობარიერის გამოყენებითა და ხელის ჰიგიენის დაცვით.

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, დარბაზები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით იმუშავებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/2020/Failebi/01_227brdzaneba_danartebit/Danarti_N36_-bibliotekebi.pdf.

ეროვნული არქივის დარბაზებში მკვლევართა დაშვებისა და მუშაობის ზოგადი წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/mkvlevarta-darbazi.