მკვლევართა საყურადღებოდ!
მკვლევართა დარბაზებში პირი დაიშვება პირბადით, დეზობარიერის გამოყენებითა და ხელის ჰიგიენის დაცვით.
მკვლევართა დარბაზები მუშაობს შემდეგი წესების დაცვით:
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, დარბაზებში დაცული იქნება შესაბამისი რეკომენდაციები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:
https://www.moh.gov.ge/uploads/files/2020/Failebi/01_227brdzaneba_danartebit/Danarti_N36_-bibliotekebi.pdf.
ბრძანება "ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში დაშვების წესი"-ის შესახებ.
მკვლევართა დარბაზების სამუშაო დრო განისაზღვრება კვირაში ხუთი სამუშაო დღით - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30 საათიდან 17:00 საათამდე, გარდა დასვენების დღეებისა (შაბათი და კვირა) და კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეებისა.
მკვლევართა დარბაზები არ მუშაობს ყოველი წლის 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე.
ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის დედნით ან მისი ელექტრონული პირით (შემდგომში - დოკუმენტი) მკვლევარს შეუძლია ისარგებლოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის ნებართვით, რომელიც მოქმედებს სამი თვის ვადით. ამ ვადის ამოწურვის შემთხვევაში ნებართვა გაიცემა მკვლევრის ახალი წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
წერილობით მიმართვაში მითითებული უნდა იყოს:
მკვლევართა დარბაზში მკვლევრის დაშვება ხდება წერილობითი მიმართვიდან (მათ შორის ელ. ფოსტით -info@archives.gov.ge) 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
მკვლევრის წერილობითი მიმართვის ნიმუში: ქართული, English,Русский
მკვლევართა დარბაზებში საარქივო მომსახურების ვადები და საფასური რეგულირდება,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N506 დადგენილებით.
მკვლევართა დარბაზებში დაშვება და საარქივო დოკუმენტებით სარგებლობის წესი რეგულირდება ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის ბრძანებით.