მკვლევართა დარბაზი - საქართველოს ეროვნული არქივი

მკვლევართა დარბაზი

მკვლევართა საყურადღებოდ!

ახალი კორონავირუსის (COVID - 19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნითსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმაროგორც თბილისში, ასევე რეგიონულ ოფისებში განთავსებულმკვლევართა დარბაზებსა და მოქალაქეთა მისაღებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით,მკვლევართა დარბაზებში მოქალაქთა მომსახურება 5 მარტიდან დროებით შეჩერებულია.

მკვლევართა დარბაზების სამუშაო დრო განისაზღვრება კვირაში ხუთი სამუშაო დღით - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30 საათიდან 17:00 საათამდე, გარდა დასვენების დღეებისა (შაბათი და კვირა) და კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეებისა.

მკვლევართა დარბაზები არ მუშაობს ყოველი წლის 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე.

ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებში დოკუმენტის დედნით ან მისი ელექტრონული პირით მკვლევარს შეუძლია ისარგებლოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის ნებართვით, ხოლო ქუთაისის ცენტრალურ არქივსა და ტერიტორიულ ორგანოებში - შესაბამისი არქივის დირექტორის ნებართვით, რომელიც მოქმედებს სამი თვის ვადით. ამ ვადის ამოწურვის შემთხვევაში ნებართვა გაიცემა მკვლევრის ახალი წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

წერილობით მიმართვაში მითითებული უნდა იყოს:

  • მკვლევრის სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამუშაო ან სასწავლო ადგილი, სამუშაო თემა, ქრონოლოგიური ჩარჩოები, საკონტაქტო ინფორმაცია - მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი.
  • წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
  • მიმართვა აგრეთვე უნდა შეიცავდეს მკვლევრის სამუშაო ან სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაშვების დასაბუთებას. გამონაკლის შემთხვევებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაშვება შესაძლებელია სამუშაო ან სასწავლო მიზნების გარეშეც, თუ წერილობით მიმართვაში მითითებული გარემოებები ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ სამეცნიერო-კვლევითი ან სხვა მიზნებიდან გამომდინარე ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების გაცნობის ან/და დოკუმენტიდან ამონაწერის გაკეთების საჭიროებას.

სამუშაო თემის შეცვლის შემთხვევაში მკვლევარმა უნდა წარმოადგინოს ახალი წერილობითი მიმართვა.

მკვლევართა დარბაზში მკვლევრის დაშვება ხდება წერილობითი მიმართვიდან (მათ შორის ელ. ფოსტით -info@archives.gov.ge) 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

მკვლევრის წერილობითი მიმართვის ნიმუში: ქართული, English,Русский

მკვლევართა დარბაზებში საარქივო მომსახურების ვადები და საფასური რეგულირდება,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N506 დადგენილებით.

მკვლევართა დარბაზებში დაშვება და საარქივო დოკუმენტებით სარგებლობის წესი რეგულირდება ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის ბრძანებით.