ქუთაისის ცენტრალური არქივის ძირითადი მიზანია:
ა) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები, რომლებიც წარმოიქმნა ქუთაისის, ყოფილი ქუთაისის მხარის, გუბერნიის, მაზრის, რაიონის, ოლქის, ახლანდელი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ხელისუფლების, მართვისა და თვითმმართველობის ორგანოებისა და შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედი დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის პროცესში;ბ) ქუთაისისა და და დასავლეთ საქართველოს ისტორიასთან თავისი ცხოვრებითა და საქმიანობით დაკავშირებული სახელმწიფო, საზოგადო, კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების მოღვაწეთა პირადი წარმოშობის დოკუმენტები;გ) ქუთაისის ტერიტორიაზე მოქმედი დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების პირადი შემადგენლობის დოკუმენტები, რომლებიც არ განეკუთვნება ეროვნულ საარქივო ფონდს;დ) ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტების პირები სადაზღვევო ფონდის სახით;ე) საზღვარგარეთის არქივებში დაცული ქუთაისისა და დასავლეთ საქართველოს ისტორიის ამსახველი დოკუმენტების პირები;ვ) ქუთაისის ცენტრალური არქივის დოკუმენტებზე შექმნილი საინფორმაციო-საძიებო ცნობარები: ანაწერები, მეგზურები, კატალოგები, ნუსხები, მონაცემთა კომპიუტერული ბანკები;ზ) სამეცნიერო, საცნობარო და მეთოდიკური ხასიათის ბეჭდური გამოცემები ქუთაისის ცენტრალური არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებების ისტორიის, მათი საქმიანობისა და ცენტრალური არქივის პროფილის დოკუმენტებზე მუშაობის საკითხებზე.
დოკუმენტების პუბლიკაცია და სამეცნიერო-მეთოდური მუშაობა.