სტეფანე ზუბალაშვილის ქველმოქმედება - საქართველოს ეროვნული არქივი

სტეფანე ზუბალაშვილის ქველმოქმედება

სტეფანე ზუბალაშვილის, ქართველი მრეწველისა და მეცენატის წერილი „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობისადმი საზოგადოების 25 წლის იუბილეზე 10 000 მანეთით დახმარების შესახებ. 1904 წლის 5 აპრილი.

„ჩვენის საზოგადოების 25 წლის ფრიად თვალსაჩინო და განუწყვეტლის შრომის აღსაბეჭდად მე განვიზრახე შეძლებისდაგვარად დავეხმარო საზოგადოებას. ამასთანვე გიგზავნით 10.000 მან. და გთხოვთ მიიღოთ ეს მწვლილი ჩემგან, როგორც ერთის გულშემატკივრის ქართველისაგან. ღრმა პატივისცემით დავშთები. სტეფანე ზუბალაშვილი. ბაქო“.

1904 წლისათვის 1 მანეთი დაახლოებით 30-40 ლარს უდრიდა.