„ქვრივოხერი“ დედის ჩივილი შვილის წართმევის გამო და გულმოწყალე მეფის სამართლიანი გადაწყვეტილება - საქართველოს ეროვნული არქივი

„ქვრივოხერი“ დედის ჩივილი შვილის წართმევის გამო და გულმოწყალე მეფის სამართლიანი გადაწყვეტილება

„ქვრივოხერი“ დედის ჩივილი შვილის წართმევის გამო და გულმოწყალე მეფის სამართლიანი გადაწყვეტილება

1785 წელი, 27 იანვარი. ერეკლე II-ის ოქმი მამუკა გუგულაშვილის ქვრივის არზაზე, მუხრანბატონის აზნაურიშვილის მიერ მისი 10 წლის შვილის მსახურად წაყვანის შესახებ. მეფის გადაწყვეტილებით, აზნაურიშვილს დედისათვის შვილის დაბრუნება დაევალა, სანამ ის 15-16 წლის გახდებოდა.

ქვრივი: „ჩემის ქვრივოხრობით ერთი ყმაწვილი გავზარდე. ათის წლისა რომ შეიქნა მუხრანბატონის აზნაურშვილმა მამტაცა და მსახურათ წაიყვანა ... მიშველე რამე, მე უჩემშვილოთ ვერ გავძლებ, თუ არა მეშველა რა, თავს მაინც დავიხრჩობ ...“

ერეკლე მეფის ოქმი ქვრივის წერილზე: “ქ. ბატონო სახლთუხუცესო მუხრანის ბატონო იოვანე! ... რადგან ყმაწვილი ყოფილა, ისევ თავის დედას მისცეს თავისი შვილი იმ შენმა აზნაურშვილმა, გაიზარდოს და იმსახუროს, დააცადოს მანამდისინ თხუთმეტ-თექვსმეტის... მერათ როგორ მართებული იყოს, ისე იმსახუროს”