ლიტურგიკული შინაარსის ახლადაღმოჩენილი ხელნაწერი - საქართველოს ეროვნული არქივი

ლიტურგიკული შინაარსის ახლადაღმოჩენილი ხელნაწერი

ახლადაღმოჩენილი ფრაგმენტი ლიტურგიკული შინაარსის ხელნაწერისა

XV-XVI საუკუნეები.

ქაღალდი, ნუსხური, საზედაო ასოები - მთავრულითა და სინგურით, მელანი - შავი.

ეროვნული არქივის სარესტავრაციო ლაბორატორიაში ძველნაბეჭდი წიგნის რესტავრაციისას ყდაში ნაპოვნი იქნა ხელნაწერების ფრაგმენტები - 7 ფურცელი.

მოგვიანებით ეს ფრაგმენტები ორი სხვადასხვა ხელნაწერის ნაწილებად დაჯგუფდა: ა) წმიდა მამათა თხრობებისა და ბ) ლიტურგიკული კრებულებისა. ხელის მიხედვით ორივე მათგანი, ამ ეტაპისათვის, XV-XVI საუკუნეებით თარიღდება.