გალაკტიონ ტაბიძის ექსპრომტი „ტუტკუს“ - საქართველოს ეროვნული არქივი

გალაკტიონ ტაბიძის ექსპრომტი „ტუტკუს“

გალაკტიონის ეს ლექსი ეძღვნება პეტრე (ტუტკუ) გვარამიას, რომელიც მისი პირველი კრებულის გამომცემელი იყო; იგი 1924 წლის რეპრესიების დროს დახვრიტეს. ამ ლექსს პეტრე გვარამიას ქვრივი ნუცა აბესაძე 61 წელი ინახავდა.გალაკტიონის ავტოგრაფი ეროვნულ არქივს გამოფენისათვის „რეპრესიები საქართველოში“ (24 ოქტომბერი-30 ნოემბერი) პეტრე გვარამიას შთამომავლებმა გადასცეს."როცა სიცოცხლის შორ გატაცებას,ვუახლოვდებით, რად გვწყდება გული?მუდამ გვახსოვდეს, რომ უკვდავიაჩვენი ერთობა და სიყვარული!მეგობრის გული როდის არ იგრძნობსმეგობრის სულის იდუმალებას?იგი აქარწყლებს მწარედ დაფარგულსმწუხარებას და ტანჯვა-წვალებას!"