კონფერენცია „საქართველოს არქივები“ - საქართველოს ეროვნული არქივი

კონფერენცია „საქართველოს არქივები“

საქართველოს ეროვნულ არქივში 2024 წელს დაფუძნდა სამეცნიერო-საინფორმაციო კონფერენცია „საქართველოს არქივები“.

კონფერენციის ძირითადი მიზანია ეროვნულ არქივში მიმდინარე სამუშაოების თავმოყრა, გამოცდილების გაანალიზება, სიახლეების გაზიარება როგორც საარქივო საქმიანობის, ისე სამეცნიერო კვლევების კუთხით, არქივებს შორის მჭიდრო კავშირების სტიმულირება.

კონფერენცია გაიმართება 2024 წლის 6 დეკემბერს.

იხილეთ თეზისები.