ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა - საქართველოს ეროვნული არქივი

ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა

ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობის გაცემის ვადა და საფასური

განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 50 ლარი; განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო სამუშაო დღეში - 60 ლარი; განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო სამუშაო დღეში - 70 ლარი; განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 80 ლარი; განაცხადის შეტანის დღეს - 90 ლარი.

რა შემთხვევაში შეიძლება დამჭირდეს ადგილობრივი თვითმმართველობის, სასამართლო და საგადასახადო ორგანოების მიერ წარმოებული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინფორმაცია?

ცნობა დაგეხმარებათ დაადგინოთ აღმასკომის გადაწყვეტილებები, კოოპერატივის წესდებები, დამფუძნებელთა კრების ოქმები.

ვის მივმართო არქივში დაცული დოკუმენტებიდან ქონებრივი უფლების ცნობის მისაღებად?

არქივში დაცული ცნობის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, ეროვნული არქივის ან/და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები: პირადობის მოწმობა; მესამე პირის მინდობილობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში); საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში); საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა ეხება პირადად განმცხადებელს).

რა შემთხვევაში შეიძლება დამჭირდეს არქივში დაცული დოკუმენტებიდან ქონებრივი უფლების შესახებ ცნობის გამოთხოვა?

ცნობა დაგეხმარებათ ქონების დამტკიცებაში.

რა ტიპის ინფორმაციაა დაცული საქართველოს ეროვნულ არქივში?

1835-1921 წწ. თბილისის და 1868-1999 წწ. ქუთაისის საგუბერნიო სანოტარო კანტორისა და ქალაქის თვითმმართველობის ფონდების ქონებრივი ხასიათის ინფორმაცია - ბინებისა და მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, შენობა-ნაგებობების პროექტებისა და ცალკეულ პირებზე რიცხული ქონების (ქონების ჩამორთმევა, გაცვლა, ნაჩუქრობა, ანდერძი, მემკვიდრეობა, ნასყიდობის ხელშეკრულება, არქიტექტორის ბრძანება, პროექტები და ა.შ.) შესახებ; 1921-2000 წწ. სახელისუფლებო და სამთავრობო დადგენილებები სხვადასხვა დაწესებულებასა და ორგანიზაციაზე მიწის ნაკვეთების გამოყოფისა და კერძო პირებზე რიცხული ქონების შესახებ; ადგილობრივი თვითმმართველობის, სასამართლო და საგადასახადო ორგანოების მიერ წარმოებული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინფორმაცია. 1930-2005 წლების საკომლო წიგნები.