კოლექციის შესახებ
საქართველოს ეროვნული არქივში ინახება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოების - საქართველოს ეროვნული საბჭოსა (პარლამენტი) და საქართველოს დამფუძნებელი კრების - ფონდები, რომელშიც დაცულია 1918 -1921 წლებში მიღებული კანონების, დეკრეტების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ორიგინალები.
წარმოდგენილ კოლექციაში შეტანილია იმ სამართლებრივი აქტების ნაწილი, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იქონია გავლენა.
კოლექცია გაყოფილია ორ ნაწილად - საქართველოს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მიერ მიღებული კანონები და სამართლებრივი აქტები (1918-1919 წლები) და საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონები და სამართლებრივი აქტები (1919-1921 წლები).