მოგესალმებით, გენეალოგიური კვლევისათვის მკვლევარები იყენებენ ჩვენთან დაცულ მეტრიკულ ჩანაწერებს, რომელიც მე-19 საუკუნის 20-იანი წლებიდან მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე გვაქვს. კონკრეტული დასახლების მეტრიკული წიგნების საძიებელში შეგიძლიათ დააზუსტოთ, გვაქვს თუ არა ამ დასახლების ჩანაწერები და რა პერიოდს მოიცავს ის. https://archive.gov.ge/ge/metrikuli-tsignebis-sadziebeli-1
მოგესალმებით, საეკლესიო ჩანაწერებზე წვდომისათვის უნდა დარეგისტრირდეთ საისტორიო ცენტრალური არქივის მკვლევართა დარბაზში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1-ში
ტესტ პასუხი
ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი მდებარეობს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1-ში
გვარის გენეალოგიის დასადგენად შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნული არქივის ცენტრალურ საისტორიო არქივს (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1). შეგიძლიათ ისარგებლოთ ეროვნული არქივის შესაბამისი მომსახურებით, ან ცენტრალური საისტორიო არქივის მკვლევართა დარბაზში იმუშავოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაპოვებლად. თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, 1818 წელს სამტრედიის რაიონში დაბადებული მოქალაქის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივის მოქალაქეთა მისაღებში (ვაჟა- ფშაველას გამზ. №1). საჭიროა იცოდეთ აღნიშნული რაიონის სოფელი და ეკლესია, სადაც თქვენი წინაპარი მოინათლა. თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს საისტორიო ისტორიის ცენტრალური არქივის მოქალაქეთა მისაღებში (ვაჟა ფშაველას გამზ. №1). სასურველია, იცოდეთ თქვენთვის საინტერესო პიროვნების დაბადების წელი, მამის სახელი, ეკლესია, რომელშიც მოინათლა. თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ეროვნული საარქივო ფონდის მასალებთან დაშვება თავისუფალია. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ თქვენთვის საინტერესო დოკუმენტებს ცენტრალური საისტორიო არქივისა და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის (მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1) მკვლევართა დარბაზების მეშვეობით. ამისათვის უნდა წარმოადგინოთ მომართვა თქვენი სასწავლებლიდან და მიუთითოთ თემა, რომელზეც იმუშავებთ.
1921-1927 წლების ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა რაიონში მოქალაქეთა ქორწინების შესახებ არსებული სააქტო ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის მოქალაქეთა მისაღებში (ვაჟა-ფშაველას გამზ. №1). თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
1921-1927 წლებში საქართველოში დაბადებული და გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის მოქალაქეთა მისაღებში(ვაჟა-ფშაველას გამზ. №1). თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
1818 წლიდან 1921 წლამდე, საქართველოს სხვადასხვა ეკლესიებში მოქალაქეთა ჯვრისწერის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივის მოქალაქეთა მისაღებში (ვაჟა ფშაველას გამზირი №1). საჭიროა იცოდეთ რაიონი, სოფელი და ეკლესია, სადაც თქვენი წინაპარი მოინათლა. თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს უახლესი ისტორიიის ცენტრალური არქივის მისაღებს (ვაჟა-ფშაველას გამზ. №1). სასურველია იცოდეთ: მუნციპალიზაციის მიახლოებითი თარიღი, ზუსტი მისამართი, ვისზე ირიცხებოდა აღნიშნული ფაქტი, მიზეზი, რის გამოც მოხდა აღნიშნული ქონების ჩამორთმევა და აღმასრულებელი ორგანო, ვის მიერაც განხორციელდა აღნიშნული ფაქტი. თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ საქართველოს უახლესი ისტორიიის ცენტრალური არქივის მისაღებს (ვაჟა-ფშაველას გამზ. №1). სასურველია იცოდეთ: სად, რომელ წელს და რომელი ორგანიზაციის მიერ გაიცა აღნიშნული მედალი. თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ამ საკითხზე უნდა მიმართოთ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს - თბილისის არქივის მოქალაქეთა მისაღებს (ზაქარიაძის №4). სასურველია იცოდეთ: რომელი რაიონის აღმასკომის მიერ არის გაცემული აღნიშნული ორდერი, მისი გაცემის თარიღი და იმ დაწესებულების ზუსტი დასახელება, რომელმაც აღნიშნული სახლი ააშენა. თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიულ ორგანოს - თბილისის არქივს (ზაქარიაძის №4)სასურველია იცოდეთ: რომელი რაიონის აღმასკომმა და რომელ წელს გააწევრიანა აღნიშნული კოოპერატივი; ამ კოოპერატივის სახელწოდება, ნომერი, ზუსტი მისამართი და ვინ არის მასში გაწევრიანებული. თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
თქვენვის საინტერესო მასალა ინახება საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიულ ორგანოში - თბილისის არქივში (ზაქარიაძის №4). თუ გსურთ შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება, მიმართეთ ამ არქივის მოქალაქეთა მისაღებს. სასურველია იცოდეთ: რომელი რაიონის აღმასკომის მიერ არის გაცემული აღნიშნული მიწის ფართობი, გაცემის თარიღი და ვისზე გაიცა იგი. თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
აღნიშნული სასწავლებლის დოკუმენტები ინახება საქართველოს ეროვნულ არქივში. საარქივო ცნობის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიულ ორგანოებს, იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს, სადაც საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ან საშეღავათო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ შესაბამის ვადაში გადმოგეცემათ საარქივო ცნობა.
საარქივო ცნობის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიულ ორგანოებს, იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს, სადაც საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ან საშეღავათო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ შესაბამის ვადაში გადმოგეცემათ საარქივო ცნობა. აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ განაცხადის შევსებისათვის საჭიროა არქივს დამატებით მიაწოდოთ ინფორმაცია სკოლის დასახელება და სწავლის პერიოდი.
საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება 1921-1935 წლების დაბადების, ქორწინების, განქორწინებისა და გარდაცვალების სააქტო ჩანაწერები. დამატებით გაცნობებთ, რომ 1921 წლამდე მოსახლეობის რეგისტრაცია ხორციელდებოდა ეკლესიაში, რომელის მეტრიკული წიგნებიც ასევე დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში და მოიცავს პერიოდს მე-19 საუკუნიდან მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე.
ეროვნულ არქივში დაცულია სოფელი ჩ.-ის საკომლო ჩანაწერები 1934 წლიდან. შეგიძლიათ მიმართოთ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს ან ეროვნული არქივის სერვისცენტრებს, გამოითხოვოთ საარქივო ცნობა და მიიღებთ პასუხს, კონკრეტულ ადამიანს რა ქონება ერიცხებოდა კონკრეტულ წლებში. რაც შეეხება დღევანდელი მდგომარეობით არსებულ ქონებას, თუ ის რეგისტრირებულია საჯარო რეესტში, მოიძიებთ საჯარო რეესტრის ბაზაში: reesti.gov.ge
თქვენი წინაპრების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ ეროვნულ არქივში დაცულ საეკლესიო მეტრიკულ წიგნებსა და მმაჩის ჩანაწერებში. ამისათვის უნდა იცოდეთ მათი დაბადების ადგილი და ერთ-ერთი წინაპრის სახელი მაინც. დოკუმენტებთან დაშვება თავისუფალია ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებში, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1
არქივში მეტრიკული ჩანაწერები ინახება 1817 წლიდან 1940 წლამდე. უფრო გვიანდელი დოკუმენტების მოძიება შეგიძლიათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. როგორც ეროვნული არქივის, ისე სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების მიღება შეგიძლიათ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში ან არქივის ადგილობრივ წარმომადგენლობებში, ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე.
მოგესალმებით, თუ სოფლად მცხოვრებს სასოფლო-სამეურნეო მიწებთან ერთად ამავე სოფელში ჰქონდა საცხოვრებელი სახლი და ითვლებოდა კომლად, ამ შემთხვევაში ჩანაწერები კომლის ქონების შესახებ იქნება საკომლო წიგნებში. ხონის რაიონის სოფელ კინჩხას საკომლო ჩანაწერები გვაქვს 1936 წლიდან 2006 წლამდე. კომლის ქონებაზე ცნობის მისაღებად უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლებს, ეროვნული არქივის მომსახურების ცენტრებს, საზოგადოებრივ ცენტრებს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკაში და გაეცნოთ ადგილზე.
ეროვნული არქივის უფლებამოსილებაში არ შედის ასეთი სტატუსების მინიჭება და აღრიცხვა. უნდა მიმართოთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
თქვენი წინაპრების უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ იმ სოფლის საკომლო ჩანაწერებში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ (თუ სოფლად ცხოვრობდნენ) ან იმ ორგანიზაციის საარქივო მასალაში, ვინც მათ გადასცა ქონება.