კინოფოტოფონო-დოკუმენტების გამოყენებისა და პუბლიკაციის განყოფილება - საქართველოს ეროვნული არქივი

კინოფოტოფონო-დოკუმენტების გამოყენებისა და პუბლიკაციის განყოფილება

განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

  • შეისწავლის საზოგადოებრივ მოთხოვნილებას ცენტრალური არქივის პროფილის რეტროსპექტიულ დოკუმენტურ ინფორმაციაზე, შეიმუშავებს წინადადებებს დოკუმენტების გამოყენების აქტუალური თემატიკისა და ფორმების შესახებ;
  • გეგმიურ დავალებათა და შემოსულ შეკითხვებზე პასუხად, ამზადებს ინფორმაციას საარქივო დოკუმენტების შესახებ სახელმწიფოებრივი, ეკონომიკური, სამეცნიერო და სოციალურ-კულტურული მიზნებით მათ გამოსაყენებლად;
  • დადგენილი წესით აწვდის დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ცენტრალურ არქივში დაცულ დოკუმენტებსა ან/და მათ პირებს, დოკუმენტური ინფორმაციის გამოყენების მიზნით;
  • აწარმოებს ცენტრალური არქივის დოკუმენტებზე მომუშავე მკვლევარების მომსახურებას;
  • ამზადებს ეროვნული საარქივო ფონდის ცენტრალური არქივის პროფილის დოკუმენტების პუბლიკაციებს, მონაწილეობს ცენტრალურ არქივში დაცული დოკუმენტების შემადგენლობისა და შინაარსის შესახებ ცნობარების შემუშავებაში;
  • ამზადებს ცენტრალური არქივის დოკუმენტების გამოფენებს, ტელე-რადიოგადაცემებს, იყენებს საარქივო დოკუმენტების და ცენტრალური არქივის საქმიანობის პოპულარიზაციის სხვა ფორმებს.