ხელმისაწვდომობა - საქართველოს ეროვნული არქივი

ხელმისაწვდომობა

„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში დაცულ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაშვება თავისუფალია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა და მოქალაქეთა პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტებისა.

ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია არქივის სამეცნიერო-საცნობარო აპარატის (ფონდების სია, საქმეთა ანაწერები, მეგზური, თემატური ნუსხები, კატალოგები, მონაცემთა ელექტრონული ბაზები და სხვ.) საშუალებით მოძებნოს და გაეცნოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს ან მის პირს, გააკეთოს დოკუმენტიდან ამონაწერი და ისარგებლოს ეროვნული არქივის მომსახურებით.

დასაშვებია, აგრეთვე, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტით დროებით სარგებლობა საგამოფენო ან სხვა მიზნით.

უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში დაცული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობის წესი და პირობები დამტკიცებულია საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის 2013 წლის 9 იანვრის №1ას ბრძანებით.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტებით სარგებლობის მიზნით გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობები, გადახდის წესი და მომსახურების ვადები დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებით.