ქართული ფოლკლორის არქივის კატალოგი - საქართველოს ეროვნული არქივი

ქართული ფოლკლორის არქივის კატალოგი

ქართული ფოლკლორის არქივის კატალოგი შეიქმნა პროექტის „ფოლკლორული მასალების კატალოგიზაცია“ ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს საქართველოს საარქივო დაწესებულებებში დაცული ფოლკლორული მასალების თავმოყრასა და ორენოვანი ონლაინკატალოგის შექმნას.ფოლკლორული მასალების ონლაინკატალოგი აერთიანებს ქართული ტრადიციული მუსიკისა და ქორეოგრაფიის შესახებ XIX-XX საუკუნეებში შექმნილ როგორც წერილობით დოკუმენტებს, ისეე ფოტო-, ფონო- და ვიდეომასალებს. მასზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება.

პროექტს ახორციელებს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი.