IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - 2024 - საქართველოს ეროვნული არქივი

IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - 2024

IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“

კონფერენციის პირველი სექციის სხდომების ტრანსლაციის ბმული:https://us02web.zoom.us/j/81325230782?pwd=Yq3xilJoyvEaMvBcfU5AOkBXyoyJ4X.1

საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებს IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა თეზისების მიღებას.

კონფერენცია გაიმართება 2024 წლის 10-12 ოქტომბერს და მიეძღვნება ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულიდან 400 წლისთავს.

კონფერენციის მიზანი:

  • სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა;
  • ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება;
  • ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა;
  • კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება;
  • ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

  • ფილოლოგია (კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია, ლიტერატურა, ლინგვისტიკა, ენათმეცნიერება, ლიტერატურის თეორია, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია, ფოლკლორისტიკა);
  • ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, არქეოლოგია, ანთროპოლოგია;
  • ხელოვნებათმცოდნეობა (გამომსახველობითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, არქიტექტურა, აუდიო და ვიზუალური ხელოვნება, ხელოვნების თეორია და ისტორია, ქორეოგრაფია);
  • კულტუროლოგია (მუზეუმოლოგია, სიძველეთმცოდნეობა, კულტურის თეორია და ისტორია);
  • ციფრული ესთეტიკა და დიზაინი;
  • ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები;
  • კონსერვაცია-რესტავრაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

  • კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე მაგისტრებსა და დოქტორანტებს.
  • მაგისტრებისა და დოქტორანტების შემთხვევაში აუცილებელია რეკომენდატორის მითითება, საკონტაქტო ინფორმაციით (რეკომენდატორის აკადემიური ხარისხი, მეილი, ტელეფონი).
  • საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე.
  • თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
  • კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 26 ივლისი. (დასრულებულია)
  • თეზისების მიღების დამადასტურებელი შეტყობინების დაგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 6 სექტემბერი. (დასრულებულია)

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ყველა შემოსული განაცხადი გაივლის ანონიმურ რეცენზირებას.

ინსტრუქცია:

გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conferences@archives.gov.ge.

იხილეთთეზისების შედგენისა და გაფორმების წესი

დამატებითი ინფორმაცია:

კონფერენციის მასალები დაიბეჭდება ან მასალების ელექტრონული ვერსია განთავსდება ეროვნული არქივის საიტზე.

კონფერენციის თეზისები იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/storage/files/doc/konferentsiis_tezisebi_2024_kartuli.pdf

იხილეთ კონფერენციის პროგრამა