ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური - საქართველოს ეროვნული არქივი

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური

სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
  • ეროვნული არქივის საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და გამართული ფუნქციონირებისთვის ხელშეწყობა;
  • ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, მისი დანერგვა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა (მონიტორინგი, შეცდომების იდენტიფიცირება და გამოსწორება);
  • სამსახურის მიერ ეროვნული არქივის საჭიროებისათვის დაგეგმილი სამუშაოების ბიუჯეტის შემუშავება და მის განკარგვასთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება, შესაძენი ტექნიკის სპეციფიკაციის განსაზღვრა;
  • თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ახალი თუ უკვე დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის ათვისებაში ეროვნული არქივის პერსონალისთვის ხელშეწყობა შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებითა და სახელმძღვანელო-საცნობარო მასალების უზრუნველყოფით.