II სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია - 2022 - საქართველოს ეროვნული არქივი

II სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია - 2022

კონფერენცია იმართებაUNESCO-ს პატრონაჟით

II სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია

„არქივები, სტუდენტები, ინოვაციები“

28 ნოემბერი, 2022

კონფერენციაონლაინფორმატში, ZOOM-ის პლატფორმაზე, გაიხსნება 28 ნოემბერს 12:00 საათზე. იხილეთ ბმული:

https://us06web.zoom.us/j/83831472513Meeting ID: 838 3147 2513

Find your local number:https://us06web.zoom.us/u/kdm4HDn8PU

საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებს თეზისების მიღებას II სტუდენტურსაერთაშორისო კონფერენციაზე „არქივები, სტუდენტები, ინოვაციები“

თანამედროვე სამყარომ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა ჰუმანიტარული მეცნიერებები, ახალ გამოწვევებს კი ინოვაციური გადაწყვეტილებები და არასტანდარტული ხედვა სჭირდება. ბოლო დროს წინა პლანზე წამოიწია ტექნიკური ხასიათის დისციპლინებმა, ჰუმანიტარული მეცნიერებების ძველ სტანდარტებს კი დიგიტალური ჰუმანიტარია და ინტერდისციპლინური კვლევები ანაცვლებს. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია კლასიკური ჰუმანიტარიისა და თანამედროვე მიდგომების სინთეზი.

ეროვნული არქივი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდების ხელშეწყობას, მათი პროფესიული განვითარებისთვის ნიადაგის შექმნას. საერთაშორისო კონფერენცია „არქივები, სტუდენტები, ინოვაციები“ ეროვნული არქივის მიერ საფუძვლიანად შემუშავებული პლატფორმით ახალგაზრდებისათვის საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვისა და მათთვის ასპარეზის შექმნის ერთ-ერთი მცდელობაა.

კონფერენციის მიზანია სტუდენტების - მომავალი მეცნიერების – ხელშეწყობა; სამომავალო კვლევების წასახალისებლად სამიზნე აუდიტორიის შერჩევა; ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება გამოცდილებისა და პრაქტიკული მუშაობის თავისებურებების გასაზიარებლად;მომავალი მეცნიერებისთვის ახალი გამოწვევების შესაბამისი სტანდარტების ჩამოყალიბება.

ძირითადი მიმართულებები:

  • ფილოლოგია(კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია, ლიტერატურა, ლინგვისტიკა, ენათმეცნიერება, ლიტერატურის თეორია, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია, ფოლკლორისტიკა);
  • ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია;
  • ხელოვნებათმცოდნეობა(გამომსახველობითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, არქიტექტურა, აუდიო და ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, თეატრი, ხელოვნების თეორია და ისტორია, ქორეოგრაფია);
  • კულტუროლოგია(მუზეუმოლოგია, სიძველეთმცოდნეობა, კულტურის თეორია და ისტორია);
  • ციფრული ესთეტიკა და დიზაინი;
  • ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები;
  • კონსერვაცია-რესტავრაცია.

ძირითადიმოთხოვნები:

  • კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, ბაკალავრებს, მაგისტრანტებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებს;
  • აუცილებელია კონფერენციის მონაწილემ მიუთითოს სამეცნიერო ხელმძღვანელი ან რეკომენდატორი;
  • საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე;
  • თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
  • კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.

მნიშვნელოვანი თარიღები:

თეზისების წარდგენის ბოლო ვადა:2022 წლის 25 სექტემბერი(დასრულებულია)

თეზისების მიღების დამადასტურებელი შეტყობინების დაგზავნა:2022 წლის 15 ოქტომბერი (დასრულებულია)

ინსტრუქცია:

გთხოვთ შეავსოთსარეგისტრაციო ფორმადა გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:conferences@archives.gov.ge (დასრულებულია)

დამატებითი ინფორმაცია:

კონფერენციის მასალები დაიბეჭდება ან მასალების ელექტრონული ვერსია განთავსდება ეროვნული არქივის ოფიციალურ ვებგვერდზე:www.archives.gov.ge

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N1

www.archives.gov.ge

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ.: +995 322 372 803

+995 577 13 03 80 + 995 598 50 97 45

ელ. ფოსტა:conferences@archives.gov.ge

იხილეთ კონფერენციის პროგრამა: