ფოტოდოკუმენტების განყოფილება - საქართველოს ეროვნული არქივი

ფოტოდოკუმენტების განყოფილება

განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

  • უზრუნველყოფს ცენტრალური არქივის საცავებში დოკუმენტების დაცვასა და შენახვას, აკონტროლებს დოკუმენტების შენახვის პირობებს, ატარებს ღონისძიებებს მათი ოპტიმიზაციის მიზნით;
  • ამოწმებს დოკუმენტების არსებობას, ფიზიკურ-ქიმიურ და ტექნიკურ მდგომარეობას. აღრიცხავს იმ საქმეებს, რომლებიც მოითხოვს საკონსერვაციო-პროფილაქტიკურ და სარესტავრაციო დამუშავებას. ეძიებს აღმოუჩენელ დოკუმენტებს;
  • ავლენს განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტებს , ახდენს ამ დოკუმენტებისა და მათზე შექმნილი სადაზღვევო ფონდის აღწერასა და აღრიცხვას;
  • აღრიცხავს ცენტრალური არქივის დოკუმენტებს, ამზადებს სტატისტიკურ მონაცემებს ცენტრალური არქივის დოკუმენტების შემადგენლობისა და მოცულობის შესახებ;
  • ცენტრალურ არქივში დოკუმენტებს შესანახად იღებს, დადგენილი წესით საცავებიდან დოკუმენტებს გასცემს და მათ უკან იღებას;
  • შეიმუშავებს და სისტემატურად აზუსტებს ცენტრალური არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებებისა და პირების წრეს; უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის ცენტრალური არქივის პროფილის დოკუმენტებით შევსებას, ატარებს ცენტრალურ არქივში დაცული დოკუმენტების შემფასებელ ექსპერტიზას;
  • აკონტროლებს ცენტრალური არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებათა არქივების მუშაობას და აწარმოებს მათ სტატისტიკურ აღრიცხვას (პასპორტიზაციას);

აღწერს ცენტრალურ არქივში დაცულ დოკუმენტებს, აღწერისა და აღრიცხვის წიგნებს გადაამუშავებს და აუმჯობესებს, ახდენს დოკუმენტების კატალოგიზაციას, სისტემატური და სხვა კატალოგების წარმოებას, გამოსაცემად ამზადებს ცნობარებს ცენტრალური არქივის დოკუმენტების შემადგენლობისა და შინაარსის შესახებ.