კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის ფონოგანყოფილებაში ინახება 20 000-მდე შესანახი ერთეული აუდიოჩანაწერი. მათი ასაკი 100 წელზე მეტია. საცავებში თავმოყრილია როგორც სტუდიური, ასევე სამოყვარულო ჩანაწერები, სხვადასხვა დროს გამოცემული ფირფიტები, ექსპედიების დროს ჩაწერილი ხალხური შემოქმედების ნიმუშები, აუდიოკასეტები და კომპაქტდისკები.
არქივში დაცული აუდიოჩანაწერების ფორმატი მრავალფეროვანია, ისინი განსხვავდება როგორც მატარებლის ტიპით, ისე სიჩქარითა და ხმოვანებით. ძირითადი მასა არის 6მმ-იან მაგნიტურ ფირზე (მონო და სტერეოფონული), რომელიც მთავარი პროფესიული და სამოყვარულო სტანდარტი იყო. ამ ტიპის ფირზე ხდებოდა რამდენიმე სიჩქარეზე ჩაწერა (4,5 / 9 / 19 / 38 / 76 მმ.წმ-ში). არის მე-20 საუკუნის განმავლობაში გამოშვებული გრამფირფიტები, ესენიც იყოფა ტიპების და სიჩქარების მიხედვით (33 / 45 / 78 ბრუნი-წუთში).
საქართველოს ეროვნული არქივის აუდიოლაბორატორიაში წლებია მიმდინარეობს ხმოვანი ჩანაწერის დიგიტალიზაციის პროცესი. აუდიოჩანაწერების დიგიტალიზაცია დაკავშირებულია ორი თაობის ტექნოლოგიასთან - ძველი სისტემის მაგნიტოფონებთან და ფირსაკრავებთან, ასევე თანამედროვე ციფრულ აუდიომოწყობილობებთან.
არქივის აუდიოლაბორატორია აღჭურვილია ყველა ადრეული სტანდარტის აუდიოტექნიკით, ესენია 6მმ-იანი აუდიოფირის TESLA-ს და STM-ის ფირმის სტუდიური მაგნიტოფონები (19/38 სიჩქარის, მონო/სტერეო), რომლებიც სპეციალურად მორგებულია ძველ ჩანაწერებზე როგორც გამომავალი სიგნალის ხარისხით (1000Hz-0dB 100% =1.5v; Frequency Response 20-20000Hz; Noise Ratio -68dB), ისე ფირის გაწევის მექანიზმით. 4,5/9 და 19 სიჩქარის საყოფაცხოვრებო აუდიომაგნიტოფონები, თანამედროვე ფირსაკრავები, აუდიოკასეტის დეკები, Minidisk ამძრავი.
კომპიუტერული ვერსიის მისაღებად ვიყენებთ M-Audio და Behringer-ის ფირმის ტექნიკას, რომელთა ტექნიკური მახასიათებლები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემდეგი ფონოდოკუმენტების დიგიტალიზაცია:
დიგიტალიზება გაუკეთდა 380-მდე ფონოდოკუმენტს
ფონოდოკუმენტების დიგიტალიზაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად იყოფა:
ფონოდოკუმენტის (ორიგინალის) მომზადება, რომელიც მოიცავს დოკუმენტის ფიზიკური მდგომარეობის ექსპერტიზას; |
ფონოდოკუმენტის გადახვევა (ფირის შემთხვევაში) მისი განიავებისა და დაჭიმულობის შეფასების მიზნით; |
ფონოჩანაწერის მშრალი წესით გაწმენდა, შეწებებების, რაკორდების განახლება და სხვა სახის ფიზიკური ხარვეზის გასწორება; |
ფონოდოკუმენტის დიგიტალიზაცია; |
ელექტრონული ვერსიების სისტემატიზაცია შინაარსისა და კატალოგიზაციის კუთხით. |
დიგიტალიზაციის პროცესს აწარმოებს კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის ციფრული ტექნოლოგიების განყოფილების მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პერსონალი.
ფონოდოკუმენტების დიგიტალიზაციის სტანდარტები და ტექნიკური მახასიათებლები:
ნებისმიერი აუდიოჩანაწერის დიგიტალიზაცია ხდება შემდეგი სტანდარტით |
MONO (Dual Chanel), 24bit 48Khz, PCM Wave File-Uncompressed. (მონოჩანაწერი) |
STEREO L/R, 24bit 48Khz, PCM Wave File-Uncompressed. (სტერეოჩანაწერი) |