ფესტივალის მიზანია საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საარქივო, სამუზეუმო თუ საბიბლიოთეკო კოლექციებში დაცული საარქივო ფილმების ქართველი მაყურებლისათვის წარდგენა.
2022 წლის 5-8 ოქტომბერს დაგეგმილი ფესტივალის თემა იყოპირველი საარქივო ფილმები. მასში საქართველოსა და საზღვარგარეთის 12 ქვეყნის 13 დაწესებულება მონაწილეობდა.
ფესტივალი ჩატარდა საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში (მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 1/ პეკინის გამზ. #40, თბილისი, საქართველო 0160).