ფერადი ტაო-კლარჯეთი
ონლაინკოლექციაში წარმოდგენილია მიუნხენში მოღვაწე ქართველი ემიგრანტის, ვანო ქიქოძის მიერ1950-70 წლებში საქართველოს ისტორიულ მხარე ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისასფერად ფოტოსლაიდებზე გადაღებული ისტორიული ძეგლები: ბანა, ოშკი, ოპიზა, ტბეთი, იშხანი, ხახული, სოლომონისი, თეთრციხე, ქაჯისციხე და სხვა.
ვანო ქიქოძის კოლექცია 1987 წელს საქართველოში მწერალმა, დრამატურგმა, რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა მიუნხენიდან ჩამოიტანა და ეროვნულ არქივს გადასცა. კოლექცია აერთიანებს 550 დიაპოზიტივს და ტაო-კლარჯეთის ქართულ ძეგლებთან ერთად ასახავს ერზრუმის, ანტიოქიის, დიარბექირის, ტრაპიზონისა და თურქეთის სხვა დასახლებების ძეგლებს.
„[თურქეთში ექსპედიციებისას] პირველ რიგშიმაინტერესებდა ის რაიონები, რომელიც ქართულად ითვლებოდა. მე თავად ვიღებდი. შესაძლოა, არ აქვს შესაფერისი ხარისხი, მაგრამ რაც არის, არის“, - ამბობდა კოლექციის შესახებ ვანო ქიქოძე რეზო თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმში „მიუნხენიდან საქართველოში“.