არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები - საქართველოს ეროვნული არქივი

არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები

2019 წლის 26-28 სექტემბერს გაიმართება საქართველოს ეროვნული არქივის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“ამჟამად მიმდინარეობს მონაწილეთა რეგისტრაცია. კონფერენციის მიზანი: სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა; ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება; ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა; კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება; ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარებაკონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:• არქივმცოდნეობა• წყაროთმცოდნეობა• სიძველეთმცოდნეობა• ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოლოგია• ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია)• საბუნებისმეტყველო კვლევები• კულტურათაშორისი კომუნიკაციები• რესტავრაცია-კონსერვაცია• ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები• კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი• საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებშიკონფერენციის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება მცირე საგანმანათლებლო პროგრამებიც, რომლებიც პლენარული სესიების ფარგლებში ჩატარდება.კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე მაგისტრებსა და დოქტორანტებს.• თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 ივნისი (სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა - 500).• თეზისების მიღების დამადასტურებელი შეტყობინება დაიგზავნება 15 ივლისს.საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე.გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა (იხილეთ კონფერენციის გვერდზე: http://www.archives.gov.ge/ge/conference) და გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kasatiani@archives.gov.ge.კონფერენციის მასალები დაიბეჭდება ან მასალების ელექტრონული ვერსია განთავსდება ეროვნული არქივის საიტზე: www.archives.gov.geსაკონტაქტო ინფორმაცია: 577 13 03 80, email: kasatiani@archives.gov.ge.