ესფ-ის დოკუმენტების დაცვის უზრუნველყოფისა და აღრიცხვის განყოფილება - საქართველოს ეროვნული არქივი

ესფ-ის დოკუმენტების დაცვის უზრუნველყოფისა და აღრიცხვის განყოფილება

განყოფილების ამოცანები და ფუნქციები:

  • დაკომპლექტების წყარო-ორგანიზაციებიდან და სხვადასხვა დაწესებულებიდან შემოტანილი დოკუმენტების მიღება (საარქივო ნომრის და შიფრის მიცემა, შენაკრავების ფორმირება და სტელაჟზე განლაგება);
  • სახელმწიფო დაცვაზე მიღებულ დოკუმენტებზე სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა და პერიოდულად ცვლილებების შეტანა;
  • არქივის თანამშრომლებსა და სამკითხველო დარბაზში მკვლევარებზე საქმეების გაცემა-დაბრუნება (გაცემულ საქმეებში ფურცლების ნუმერაციის სიზუსტის შემოწმება);
  • სხვადასხვა დაწესებულებასა და საგამოფენო დარბაზში საქმეების გაცემა დროებით სარგებლობაში;
  • არქივსაცავებში დაცული დოკუმენტების რევიზია (საქმეების არსებობისა და ფიზიკური მდგომარეობის შემოწმება);
  • დაზიანებული საქმეების გამოვლენა და სარესტავრაციოდ გადაცემა აღდგენის მიზნით;
  • არქივსაცავებში ფონდების გადაადგილება ფონდის ნაწილების ძირითად ფონდთან მოთავსების მიზნით (გადაადგილების შემდეგ ცვლილებების შეტანა ტოპოგრაფიულ მაჩვენებლებსა და კატალოგში);
  • მაკულატურაში გამოყოფილი საქმეების ამოღება ფონდებიდან;
  • საცავებში სანიტარიული დღეების ჩატარება, მათი მოვლისა და დაცვის მიზნით.