ეროვნული სარქივო ფონდის ფორმირებისა და საქმისწარმოების განყოფილება - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული სარქივო ფონდის ფორმირებისა და საქმისწარმოების განყოფილება

განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

  • ეროვნული საარქივო ფონდის შევსების ხარისხის, მიმართულებებისა და ტემპების შესწავლა; ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი არქივების მუშაობის შედეგების ანალიზი, განყოფილებისათვის პროფილური საკითხების მიხედვით;
  • დაწესებულებებში დროებით შენახული ეროვნული საარქივო ფონდის მოცულობისა და მდგომარეობის აღრიცხვის ორგანიზაცია, მონაცემების შეგროვება, ანალიზი და განზოგადება;
  • ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი არქივების დაკომპლექტების წყარო-ორგანიზაციების კატეგორიების განსაზღვრა, ცენტრალური არქივების მიერ მომზადებული, მათი დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებების სიების განხილვა და დასამტკიცებლად მომზადება;
  • ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში დაცული დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ორგანიზაცია და შედეგებზე კონტროლი;
  • დახმარების გაწევა სამინისტროებისათვის, მათი საუწყებო დოკუმენტების დარგობრივი ნუსხის შემუშავებაში;
  • ცენტრალური საექსპერტო-შემმოწმებელი კომისიის მუშაობის უზრუნველყოფა, ცენტრალური და ადგილობრივი არქივების საექსპერტო-შემმოწმებელი კომისიების მუშაობაზე კონტროლი;
  • წინადადებების მომზადება მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული დოკუმენტების ეროვნული არქივისათვის შეძენის შესახებ;
  • დაწესებულებათა არქივებისა და საექსპერტო კომისიების ტიპობრივი დებულებების პროექტების შემუშავება;
  • საქმისწარმოების წესების, პროფილური ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების ქართული ვერსიების მომზადება და დანერგვის ორგანიზაცია;
  • დაწესებულებათა არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი სემინარების მუშაობის ორგანიზაცია; ეროვნული არქივის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების ჩატარება განყოფილებისათვის პროფილურ საკითხებზე.