ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოყენების განყოფილება - საქართველოს ეროვნული არქივი

ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოყენების განყოფილება

ამოცანები და ფუნქციები:

  • უზრუნველყოფს ცენტრალური არქივის სამკითხველო დარბაზში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაინტერესებული პირების თავისუფალ დაშვებას კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
  • დადგენილი წესით აქვეყნებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს, ამზადებს თემატურ ნუსხებს, სამეცნიერო სტატიებს, ნარკვევებს, პუბლიკაციებს, რადიო და ტელეგადაცემებს, სხვადასხვა სახის გამოცემებს (მათ შორის, ელექტრონული სახით);
  • შეისწავლის საზოგადოებრივ მოთხოვნილებას რეტროსპექტიულ დოკუმენტურ ინფორმაციაზე. საკუთარი ინიციატივითა და შემოსულ შეკითხვებზე პასუხად, ამზადებს ინფორმაციას საარქივო დოკუმენტების შესახებ სახელმწიფოებრივი, ეკონომიკური, სამეცნიერო და სოციალურ-კულტურული მიზნებით მათ გამოსაყენებლად;
  • გასცემს სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობებს საარქივო დოკუმენტების მიხედვით, აგრეთვე, დოკუმენტების პირებსა და დოკუმენტიდან ამონაწერებს;
  • ამზადებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების თემატურ გამოფენებს;
  • ატარებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას არქივმცოდნეობის, დოკუმენტმცოდნეობის, არქეოგრაფიისა და მომიჯნავე საისტორიო დისციპლინების დარგში;
  • ამუშავებს თემატიკას არქივის სამეცნიერო საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოებისათვის ამზადებს საინიციატივო ინფორმაციებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო და სოციალურ-კულტურული მიზნებისათვის გამოსაყენებლად, ასრულებს მათ მოთხოვნებს, დადგენილი წესით გასცემს დუკუმენტების ასლებს.

განყოფილების თანამშრომლები:

1 ნათელა მირიანაშვილი უფროსი (032) 2 376333 nmirianashvili@archives.gov.ge
2 მანანა ენუქიძე უფროსი სპეციალისტი menukidze@archives.gov.ge
3 მარინე იტრიაშვილი უფროსი სპეციალისტი mitriashvili@archives.gov.ge
4 ინგა კალანდაძე უფროსი სპეციალისტი ikalandadze@archives.gov.ge
5 თინათინ ფანცულაია უფროსი სპეციალისტი tpantsulaia@archives.gov.ge
6 თინათინ ჯაბადარი უფროსი სპეციალისტი tjabadari@archives.gov.ge
7 მაკა ბარბაქაძე უფროსი სპეციალისტი mbarbakadze@archives.gov.ge
8 მარიამ ხომერიკი უფროსი სპეციალისტი mkhomeriki@archives.gov.ge
9 ელენე გელაშვილი უფროსი სპეციალისტი egelashvili@archives.gov.ge
10 ნათია ფაჩულია სპეციალისტი nphachulia@archives.gov.ge