ექსპედიცია ნეკრესში - საქართველოს ეროვნული არქივი

ექსპედიცია ნეკრესში

ნეკრესის მონასტერი ეროვნული არქივის ექსპედიციამ ფოტოებსა და ვიდეოკადრებზე 2015 წლის დასაწყისში ასახა.

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან.

მონასტერი დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II-I სს.). IV საუკუნეში იბერიის მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათგანი - აბიბოსი.