ექსპედიცია ატენის სიონში - საქართველოს ეროვნული არქივი

ექსპედიცია ატენის სიონში

ატენის ხეობაში, მდინარე ტანას მარცხენა სანაპიროზე მდებარე VII საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის - ატენის სიონის ვიზუალურ მასალას, რომელიც მე-19-20 საუკუნეებშია გადაღებული, ეროვნული არქივის კინო და ფოტოსაცავები აქამდეც ინახავდა. 2015 წელს შემდგარმა ექსპედიციამ კი თანამედროვე ფოტოებითა და ვიდეოკადრებით შეავსო ისტორიული ძეგლის საარქივო მეხსიერება.